ხშირად დასმული კითხვები
ყველა პასუხი, რომელიც გჭირდებათ - ერთ ადგილზე.
არა, ბიომეტრიული პასპორტით შეგიძლიათ 90 დღე ყოველ 180 დღეში. ვიზა გჭირდებათ მუშაობისთვის, სწავლისთვის ან 90 დღეზე მეტი ხნით დარჩენისთვის.
საკონსულოში ჩაწერა ხდება ელექტრონულად; საბუთების ჩაბარების შემდეგ პასუხი ჩვეულებრივ 1-2 კვირაშია. ჯამური პროცესი დამოკიდებულია ჩაწერის რიგებზე.
არა, და ვერავინ მოგცემთ: გადაწყვეტილებას იღებს კონსული. ჩვენ ვზრდით თქვენს შანსებს სწორად მომზადებული განაცხადით.
პირველადი კონსულტაცია უფასოა. სრული მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია თქვენს სიტუაციაზე და მას კონსულტაციაზე გაიგებთ.
თქვენი სიტუაციის ანალიზი, საბუთების ინდივიდუალური სია, ანკეტის შევსების და ჩაწერის მხარდაჭერა, პროცესის თანხლება.
მიიღებთ წერილობით დასაბუთებას; შესაძლებელია საქმის ხელახალი განხილვის მოთხოვნა ან განმეორებითი განაცხადი ხარვეზების გამოსწორების შემდეგ. ამაშიც დაგეხმარებით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უმეტეს შემთხვევაში სჭირდებათ. დეტალები დამოკიდებულია საკონსულოზე - თქვენს სიტუაციას კონსულტაციაზე განვიხილავთ.
არა. ჩვენ დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია ვართ და არ ვწარმოადგენთ არც საელჩოს, არც საკონსულოს, არც რომელიმე სახელმწიფო ორგანოს.
გაქვთ სამუშაო მოწვევა პოლონეთიდან? ან ჯერ არ იცით, საიდან დაიწყოთ?
ჩაეწერეთ უფასო კონსულტაციაზე - განვიხილავთ თქვენს სიტუაციას და მოგცემთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.
