D ვიზიდან Karta pobytu-მდე — გზა პოლონეთში გრძელვადიან ბინადრობამდე
როგორ გადავინაცვლოთ სამუშაო ვიზიდან ბინადრობის ბარათზე პოლონეთში: ვადები, საბუთები და ხშირი შეცდომები.
D ტიპის სამუშაო ვიზა მაქსიმუმ 1 წლამდე გაიცემა. თუ პოლონეთში დარჩენას გეგმავთ, შემდეგი ნაბიჯი დროებითი ბინადრობის ნებართვაა — Karta pobytu. მნიშვნელოვანია: განაცხადს პოლონეთში ადგილზე შეიტანთ, არა საქართველოდან.
როდის შევიტანოთ განაცხადი
განაცხადი უნდა შეიტანოთ თქვენი ლეგალური ყოფნის ვადის ამოწურვამდე — ვოევოდის ოფისში (urząd wojewódzki) თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პრაქტიკული რჩევა: დაიწყეთ ვიზის ვადის ამოწურვამდე მინიმუმ 1–2 თვით ადრე, რადგან ჩაწერაზე რიგები დიდია.
თუ განაცხადს ვადაში შეიტანთ, პასპორტში დაისმება ბეჭედი და პოლონეთში ლეგალურად რჩებით განხილვის დასრულებამდე. თუმცა ეს ბეჭედი შენგენის ზონაში მოგზაურობის უფლებას არ იძლევა.
ძირითადი საბუთები
- შევსებული განაცხადის ფორმა და ბიომეტრიული ფოტოები.
- მოქმედი პასპორტი და მისი ასლები.
- დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტები — შრომითი ხელშეკრულება ან დავალების ხელშეკრულება.
- ZUS-ის ამონაწერი — სოციალური შენატანების დადასტურება.
- PIT — საგადასახადო დეკლარაცია გასული საანგარიშო პერიოდისთვის.
- საცხოვრებლის დადასტურება — ქირავნობის ხელშეკრულება ან რეგისტრაცია.
- სამედიცინო დაზღვევა და გერბოვანი მოსაკრებლის გადახდის ქვითარი.
ხშირი შეცდომები
- ვადის გადაცილება — განაცხადი ლეგალური ყოფნის ბოლო დღის შემდეგ უკვე დაგვიანებულია.
- არაოფიციალური დასაქმება — თუ დამსაქმებელი ZUS-ში არ გიხდით შენატანებს, დასაქმების დადასტურება ვერ გამოვა.
- არასრული დოსიე — ვოევოდის ოფისი გამოგიგზავნის ხარვეზის შესახებ წერილს და პროცესი გაიწელება.
ჩვენი კონსულტაცია მოიცავს ამ გადასვლის დაგეგმვას: რა უნდა შეაგროვოთ პოლონეთში ჩასვლამდე და რა — ადგილზე, რომ ვადებში მოასწროთ. გადაწყვეტილებას ბინადრობაზე იღებს ვოევოდის ოფისი.